სისტემური აგენტი არის მსუბუქი დამოუკიდებელი პროგრამა (Binary), რომელიც უკავშირდება შენს სამუშაო სივრცეს პროექტის API გასაღების მეშვეობით. იგი ფონურ რეჟიმში გადმოგცემს სერვერების, სამუშაო სადგურებისა და მობილური მოწყობილობების ძირითად მაჩვენებლებს (Linux, Windows, macOS, Android).
ჩვენი მსუბუქი დემონი მუშაობს ფონურ რეჟიმში, რათა მინიმალური რესურსების ხარჯვით უზრუნველყოს ნებისმიერი მოწყობილობის სრული კონტროლი.
CPU დატვირთვა, RAM-ის გამოყენება, დისკის თავისუფალი სივრცე, uptime და სხვა სისტემური პარამეტრები პროექტის პანელში.
სერვერის სახელი (Hostname), ოპერაციული სისტემა, არქიტექტურა, პროცესორის მოდელი და მიმდინარე მონაცემების აღრიცხვა.
აგენტი პერიოდულად იღებს დავალებებს მართვის პანელიდან და ამოწმებს დახურულ ქსელში არსებულ IP მისამართებსა და ჰოსტებს.
ცენტრალურ API-ს შეუძლია შემოწმების ინტერვალებისა და დისკის დირექტორიების შეცვლა აგენტის გადატვირთვის გარეშე.
ბრძანებების სრული მხარდაჭერა გასაღებების მართვისთვის, ფუნქციონალის კონფიგურაციისა და სერვისის გადატვირთვისთვის.
მეტრიკებისა და მონიტორინგის ფუნქციონალი მკაცრად ეყრდნობა პროექტის API გასაღებისთვის მინიჭებულ როლებსა და წვდომებს.
შეარჩიე შენი ოპერაციული სისტემა და გაუშვი შესაბამისი პაკეტის ინსტალაციის ბრძანება. აგენტი სრულად ღია კოდით (Open-Source) არის შექმნილი - პროექტის საწყისი კოდი ხელმისაწვდომია ჩვენს GitHub რეპოზიტორიაზე, რაც გაძლევს შესაძლებლობას, საჭიროებისას აგენტი თავად დააბილდო.
curl -s https://repo.signal.ge/install-deb.sh | sudo bash
curl -s https://repo.signal.ge/install-rpm.sh | sudo bash
powershell -Command "iwr -useb https://repo.signal.ge/install.ps1 | iex"
curl -s https://repo.signal.ge/install-macos.sh | bash
# Android-ის მობილური მონიტორინგის აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება მალე Play Store-ზე.
signalge-agent key set YOUR_PROJECT_API_KEY
signalge-agent features set metrics,inventory,monitoring
signalge-agent restart
| Feature | Permission | გამოყენება |
|---|---|---|
| metrics | system.metrics.write |
CPU, RAM, დისკისა და სერვერის ჯანმრთელობის მეტრიკები |
| inventory | system.inventory.write |
ოპერაციული სისტემა, არქიტექტურა, პროცესორი და ჰოსტის მონაცემები |
| config | system.config.read |
დისტანციური კონფიგურაციის პარამეტრების წაკითხვა API-დან |
| monitoring | system.monitoring.run |
შიდა ქსელის ლოკალური მონიტორინგის დავალებების შესრულება |
შემოწმების შედეგების გადაცემისა და მეტრიკების მიღების endpoint-ები დეტალურად არის გაწერილი ჩვენს API დოკუმენტაციის გვერდზე.
ჩვენ გთავაზობთ ერთიან სამუშაო გარემოს: მოქნილ საკონტროლო პანელს, დეველოპერებზე მორგებულ API-ს, გარე გლობალურ შემოწმებებსა და ლოკალურ აგენტებს ნებისმიერი სირთულის ინფრასტრუქტურის მონიტორინგისთვის.