ცენტრალიზებული მონიტორინგი

ერთიანი სივრცე ყველაფრისთვის, რაც შენს სერვისს ამუშავებს

აკონტროლე ვებსაიტები, API-ები, SSL სერტიფიკატები, ფონური პროცესები და შიდა სერვისები. Signal.ge გარედან ამოწმებს ხელმისაწვდომობასა და რეაგირების დროს, შიგნიდან კი, ლოკალური აგენტის მეშვეობით, ინფრასტრუქტურის რეალურ მდგომარეობას გიჩვენებს.

გარე ხელმისაწვდომობა, შიდა სისტემური მაჩვენებლები და მიმდინარე ინციდენტები თავს ერთ სამუშაო გარემოში იყრის.

გლობალური ქსელი 5 ქვეყანა • 9 ქალაქი
ვებსაიტი API SSL სერტიფიკატი Ping UDP DNS Heartbeat სტატუსის გვერდი
გარე გლობალური შემოწმება 24/7
ჰიბრიდული მონიტორინგი 1 ხედი
შეტყობინება გუნდისთვის მყისიერი
მართვის LIVE პანელი

პროექტები, მონიტორები და შეტყობინებები ერთ ხედში

LIVE
ვებსაიტის მონიტორი
https://example.ge/health
აქტიური
SSL სერტიფიკატი
იცურება 24 დღეში
ვალიდურია
ფონური პროცესი (Cron)
ბოლო სიგნალი: 2 წთ წინ
სტაბილურია
Redis შიდა ქსელში
10.0.0.18:6379 • აგენტით
ღიაა

ობიექტური ხედვა გარედან

სხვადასხვა გეოგრაფიული რეგიონიდან შესრულებული ტესტები ზუსტად ასახავს იმას, რასაც რეალურად ხედავს შენი მომხმარებელი.

შიდა სერვისების ხილვადობა

შიდა ქსელში არსებული სერვისები, პორტები და ძირითადი სისტემური მეტრიკები ხელმისაწვდომია იმავე მართვის პანელში.

კრიტიკული შეტყობინებები

Email, Telegram, Webhook, SMS თუ სატელეფონო ზარი - მიიღე ინციდენტი იქ, სადაც ოპერატიული რეაგირებაა საჭირო. SMS და ზარები მუშაობს ცალკე ბალანსით.

ფუნქციონალი

მონიტორინგის მოქნილი სისტემა, ზედმეტი ხმაურის გარეშე

Signal.ge გაძლევს ერთიან და გამართულ სამუშაო პროცესს: პერიოდული შემოწმება, მყისიერი შეტყობინებები, დეტალური ისტორია და საჯარო სტატუსის გვერდები ერთ პროდუქტშია.

გარე ხელმისაწვდომობის კონტროლი

საიტის, API-ისა და SSL-ის მონიტორები სრულდება გარე სერვერებიდან და ინახავს პასუხის დროს, HTTP სტატუს კოდებსა და ინციდენტების ქრონოლოგიას.

Heartbeat მონიტორინგი

აკონტროლე პერიოდული ამოცანები (Cron), რეზერვაცია (Backup) თუ სინქრონიზაციის პროცესები და მიიღე განგაში, თუ მათ დააგვიანეს.

Ping, UDP და DNS ტესტები

ქსელური შემოწმებები მუშაობს როგორც გარე რეგიონებიდან, ისე ლოკალური აგენტის დახმარებით, როდესაც რესურსი მხოლოდ შიდა ქსელშია.

სერვერის მეტრიკები და ინვენტარი

სისტემური აგენტი (System Agent) ავტომატურად აგზავნის CPU-ს, RAM-ის, დისკის, თავისუფალი სივრცისა და აპარატურის მონაცემებს შენი პროექტიდან.

სმარტ შეტყობინებები

გაანაწილე განგაში არხების მიხედვით: Email, Telegram, SMS, Webhook თუ ზარი. უზრუნველყავი, რომ კრიტიკულ ინციდენტზე ინფორმაცია სწორ ოპერატორამდე მივიდეს.

საჯარო სტატუსის გვერდები

გადაიტანე სერვისების მდგომარეობა, კომპონენტები და uptime ისტორია ცალკე საჯარო გვერდზე, რათა მომხმარებლებმა მარტივად დაინახონ მიმდინარე სტატუსი.

SaaS ჰოსტინგი შიდა სისტემები კლიენტის საიტები

ვისთვის არის პლატფორმა?

თუ ერთდროულად მართავ საჯარო სერვისებსა და შიდა ინფრასტრუქტურას, Signal.ge გითავისუფლებს სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენების ვალდებულებისგან: გარედან მოწმდება ხელმისაწვდომობა, შიგნიდან კი აგენტი აგროვებს სისტემურ მაჩვენებლებს.

  • ვებსაიტებისა და საჯარო API-ების ხელმისაწვდომობა
  • შიდა Redis, MariaDB, SSH ან სხვა ქსელური სერვისები აგენტის საშუალებით
  • სარეზერვო ასლების (Backup) და პერიოდული (Cron) პროცესების კონტროლი
  • საჯარო სტატუსის გვერდები მომხმარებლებისა და კლიენტებისთვის
როგორ დავიწყოთ

გაშვება რამდენიმე მარტივ ნაბიჯში

გარე მონიტორინგის გამართვას სულ რამდენიმე წამი სჭირდება, ხოლო შიდა ინფრასტრუქტურის ნაწილს მაშინ ააქტიურებ, როცა ამის საჭიროება დადგება.

01

შექმენი პროექტი

გაიარე ავტორიზაცია `my.signal.ge`-ზე, შექმენი სამუშაო სივრცე და მიიღე API გასაღები (Key).

02

დაამატე პირველი მონიტორი

მიუთითე ვებსაიტი, API, SSL ან Heartbeat და დაიწყე ავტომატური შემოწმება გარე რეგიონებიდან.

03

გაუშვი System Agent

შიდა რესურსებისთვის დააინსტალირე მსუბუქი აგენტი და აკონტროლე მეტრიკები, პორტები და ლოკალური სერვისები.

04

გამართე შეტყობინებები

დააკავშირე საკონტაქტო არხები, გაუზიარე ინციდენტები გუნდს და, საჭიროების შემთხვევაში, გახსენი საჯარო სტატუსის გვერდი.

არქიტექტურა

ორი კომპონენტი, ერთი საერთო ხედი

კონფიგურაცია და მართვა ცენტრალიზებულია, ხოლო შემოწმება ჰიბრიდულად სრულდება. შედეგად, ყველაფერი ერთიან პანელში აისახება.

მართვის პანელი (Control Plane)

აქ იქმნება პროექტები, მონიტორები, შეტყობინების არხები, ინციდენტები და საჯარო სტატუსის გვერდები. გუნდი მუშაობს ერთ სივრცეში და აღარ უწევს სხვადასხვა ხელსაწყოებს შორის გადართვა.

პროექტები მონიტორები განგაში ინციდენტები სტატუსის გვერდები

შესრულების დონე (Execution Layer)

პლატფორმა პარალელურად ამუშავებს როგორც გარე მონიტორებს (Workers), ისე System Agent-იდან მიღებულ მონაცემებს. შენ იღებ კონსოლიდირებულ შედეგებსა და სერვისების მიმდინარე სტატუსს.

  • ვებსაიტების, API-ებისა და SSL სერტიფიკატების გარე მონიტორინგი
  • შიდა სერვისებისა და პორტების ლოკალური შემოწმება
  • სისტემური მაჩვენებლებისა და რესურსების მონიტორინგი
  • ინციდენტები, შეტყობინებები და ისტორია ერთ სივრცეში
შემდეგი ნაბიჯი

გადადი რეალურ სამუშაო რეჟიმზე

გაეცანი მონიტორინგის ტიპებს, ხელსაწყოებს, System Agent-ის ინსტალაციის პროცესსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც პლატფორმა უკვე გთავაზობს.

პლატფორმის ეკოსისტემა

Signal.ge აერთიანებს მართვის პანელს, მძლავრ API-სა და აგენტებს

ჩვენ გთავაზობთ ერთიან სამუშაო გარემოს: მოქნილ საკონტროლო პანელს, დეველოპერებზე მორგებულ API-ს, გარე გლობალურ შემოწმებებსა და ლოკალურ აგენტებს ნებისმიერი სირთულის ინფრასტრუქტურის მონიტორინგისთვის.

ინტუიციური მართვა
ერთიანი და გამჭვირვალე ეკოსისტემა ციფრული აქტივების ცენტრალიზებული კონტროლისთვის, ინციდენტების პროაქტიული ანალიტიკითა და სტატუსის გვერდებით.
მაღალმწარმოებლური არქიტექტურა
მინიმალური დაყოვნების მქონე მონაცემთა დამუშავების ბირთვი, რომელიც უზრუნველყოფს ნაკადების უსაფრთხო, მასშტაბირებად და უწყვეტ სინქრონიზაციას.
გლობალური პერიმეტრი
მონიტორინგის გეო-განაწილებული ქსელი, რომელიც უწყვეტად ამოწმებს თქვენი სერვისების ხელმისაწვდომობასა და ინფრასტრუქტურულ სტაბილურობას გარე სამყაროდან.
შიდა ინფრასტრუქტურა
მსუბუქი დამოუკიდებელი აგენტები დახურული, იზოლირებული ქსელების სრული აუდიტისთვის, აპარატურული ტელემეტრიისა და რესურსების ოპტიმიზაციისთვის.
ჭკვიანი შეტყობინებები
კრიტიკული ინციდენტების მყისიერი ესკალაცია და ფილტრაცია მრავალარხიანი კავშირის დახმარებით - შეტყობინება აღწევს ზუსტად იმ დეველოპერთან, ვისაც ეს ეხება.
uBill.ge
საბილინგო სისტემა და სმს სერვისი ერთ სივრცეში - მოქნილი პლატფორმა აბონენტების, გადახდების, ბალანსებისა და SMS კომუნიკაციის სამართავად.
ზემოთ ასვლა